imedi /  21 აპრილი 2017, 08:30 / სანდო წყარო

WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი შეიძლება დაიჭირონ

ჯულიან ასანჟი

აშშ-ის ხელისუფლებამ WikiLeaks-ის დამაარსებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ ბრალდებები მოამზადეს და მისი დაპატიმრებისთვის იბრძოლებენ. ამის შესახებ CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წინა პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროსაც იყო მცდელობა ასანჟის წინააღმდეგ საქმე წამოეწყოთ, თუმცა მაშინ გაარკვიეს, რომ ეს საკმაოდ რთული იქნებოდა, რადგან WikiLeaks-ის დამაარსებელი ერთდაერთი არ იყო, რომელიც მოპარულ საიდუმლო მასალებს აქვეყნებდა. ასეთი მასალები არაერთხელ გამოჩენილა გაზეთ The New York Times-ის ფურცლებზეც. მაშინ ასანჟის საქმიანობის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა ბრალდების წარდგენა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ამის მიზეზად დასახელდა აშშ-ის კონსტიტუცია, რომელიც სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

სამართალდამცავი ორგანოების აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამომძიებლებმა აღმოაჩინეს სამხილები იმის შესახებ, რომ WikiLeaks-ი აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლს ედუარდ სნოუდენს ეხმარებოდა.

გასულ კვირას, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ასანჟი ჩელსი მენინგის ქმედებებს "აკონტროლებდა". მას WikiLeaks-სს მტრული აგენტურული სტრუქტურა უწოდა. ამერიკული სპეცსამსახურები ასევე ამტკიცებენ, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა WikiLeaks-ი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ პუბლიკაციების გამოქვეყნებისთვის გამოიყენა.

20 აპრილს კი, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა განაცხადა, რომ ასანჟის დაპატიმრება პრიორიტეტული საკითხია.

ჯულიან ასანჟი 2012 წლიდან ეკვადორის დიდი ბრიტანეთის საელჩოს აფარებს თავს, რათა არ მოხდეს მისი შვედეთში ექსტრადიცია.

WikiLeaks - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საიდუმლო სამსახურების არქივებიდან  დოკუმენტურად დადასტურებულ მასალებს აქვეყნებს.

კომენტარები ()