imedi /  21 აპრილი 2017, 12:15 / სანდო წყარო

ჟურნალ Time-ის გავლენიან ადამიანთა სიაში აგვისტოს ომის პროკურორი ფატუ ბენსუდა მოხვდა

ჟურნალ Time-ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა რეიტინგში ფატუ ბენსუდაც მოხვდა. ჰააგის სასამართლოს პროკურორთან ერთად, Time-ის სიაში არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და სპორტსმენები. გავლენიანთა შორის მოხვდნენ დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ტერეზა მეი და კიმ ჩენ ინი.

ფატუ ბენსუდა 2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2012 წელს კი, მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. საქართველდოან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ბენსუდა 2015 წლის ოქტომბერში, საქმის შესწავლის მიზნით საქართველოსაც სტუმრობდა.

კომენტარები ()