imedi /  21 აპრილი 2017, 14:48 / სანდო წყარო

რუსეთში, ხაბაროვსკში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაში ერთი პირი შეიჭრა და სროლა დაიწყო. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი სპეცსამსახურის წარმომადგენელი და ერთი რიგითი მოქალაქე. თავდამსხმელი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ი იუწყება. 

როგორც მოგვიანებითმ გაირკვა, თავდამსხმელი ადგილობრივი მკვიდრი იყო. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. 

კომენტარები ()