imedi /  21 აპრილი 2017, 16:26 / დაუდასტურებელი

ასადი: ქიმიური იარაღით ტერორისტებს თურქეთი ამარაგებს

ბაშარ ასადი

რუსულ სააგენტო РИА-სთან ინტერვიუში, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ სირიაში მყოფ ტერორისტებს ქიმიური იარაღით ანკარა ამარაგებს.

„თურქეთიდან! პირდაპირ თურქეთიდან მოდის იარაღი, და ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს, რომელიც ინტერნეტში რამდენიმე წლის წინ გავრცელდა“, - აცხადებს ასადი შეკითხვაზე, თუ საიდან იღებენ ტერორისტები ქიმიურ იარაღს.

მისი თქმით, „ერთადერთი მარშრუტი, რომლიდანაც ტერორისტები ფულს, იარაღს და სხვა ნებისმიერ მატერიალურ უზრუნველყოფას იღებენ, თურქეთიდან მოდის. მეტი გზა ჩრდილოეთიდან მათ არ გააჩნიათ“.

13 აპრილს ასადმა განაცხადა, რომ მას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "100%-იანი ფაბრიკაციაა".

გავრცელებული ინფორმაციით, 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი ბრალდებებს უარყოფს.

სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ობიექტები იყო.

კომენტარები ()