imedi /  21 აპრილი 2017, 17:01 / სანდო წყარო

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი უდანაშაულო აღმოჩნდა

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი, რომელიც ბელგიის პოლიციას ჩაბარდა, უდანაშაულო აღმოჩნდა. ინფორმაციას გამოცემა DH.be-ი, ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამჟამად, არ გაგვაჩნია არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ტერაქტის კვალი ბელგიისკენ მოდის", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება კაცს, სახელად უსუფი, რომელიც ანტვერპენის პოლიციაში გამოცხადდა, თავდასხმის დროს სამსახურში იმყოფებოდა. სავარაუდო დამნაშავის სახლის ჩხრეკის დროს, პოლიციამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. 

ტერაქტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავდა. მეორე პოლიციელის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა საფრანგეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მეორე პოლიციელი არ დაღუპულა, ის საავადმყოფოშია მძიმე მდგომარეობაში.
 
სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. როგორც გაირკვა, ის ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის, როგორც რადიკალი ისლამისტი. მეორე თავდამსხმელმა კი გაქცევა მოახერხა. 

კომენტარები ()