imedi /  21 აპრილი 2017, 17:14 / სანდო წყარო

დორტმუნდის "ბორუსიაზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილი გერმანელი რუსია

გერმანიის პოლიციის ცნობით, საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის "ბორუსიაზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილი ვინმე 28 წლის სერგეია, რომელსაც რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. 

საფეხბურთო კლუბის ავტობუსთან აფეთქება 11 აპრილს მოხდა. აფეთქების შედეგად „ბორუსიის“ მცველი მარკ ბარტრა და პოლიციის თანამშრომელი დაშავდნენ.

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ 12 აპრილს აღიარა, რომ ინციდენტი ტერაქტი იყო. Spiegel Online-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სახელად სერგეი ბ. 20 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. გერმანიის პროკურატურის ცნობით, 11 აპრილს, ეჭვმიტანილმა „დორტმუნდის“ კლუბის 15 ათასი აქცია იყიდა. არსებული ინფორმაციით, ე.წ ფასიანი ქაღალდები მან 78 ათას ევროდ შეიძინა და 4 მილიონამდე ევროს შემოსავალი უნდა მიეღო.

ფიფას და უეფას წარმომადგენლებმა თავდასხმის ფაქტი დაგმეს და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.

კომენტარები ()