imedi /  21 აპრილი 2017, 18:35 / სანდო წყარო

ჯეიმს მეტისი: სირია ქიმიურ იარაღს ისევ ინახავს

ჯეიმს მეტისი

თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ სირია ისევ ინახავს ქიმიური იარაღის მასალებს, თუმცა მათი გამოყენა ამჟამად უგუნური გადაწყვეტილება იქნებოდა დამასკოს მხრიდან. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

„საერთაშორისო საზოგადოებას დარწმუნებულია იმაში, რომ სირია ისევ ინახავს ქიმიურ იარაღს და ამით, შეთანხმებას არღვევს“, - აცხადებს მეტისი.

თუმცა, პენტაგონის ხელმძღვანელი არ ასახელებს, რა სახის ქიმიურ იარაღზეა საუბარი. მისი მონაცემებით, იარაღი დამასკოში ინახება. მეტისი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.

19 აპრილს, ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავი ორგანიზაციის (OPCW) დირექტორმა აჰმეტ უმიჯუმ განაცხადა, რომ 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში გამოყენებული ქიმიური იარაღის შემადგენლობაში ზარინის სითხე იყო.

ზარინი - უფერო, უსუნო სითხე, მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. ზარინი არის ორგანოფოსფატების ნაერთი და მცირე კონცენტრაციაც კი ლეტალურია. სასიკვდილოდ საკმარისი დოზის შესუნთქვის შემდეგ, ადამიანი იღუპება ერთიდან ათ წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს.

კომენტარები ()