imedi /  21 აპრილი 2017, 18:50 / სანდო წყარო

სამხრეთ აფრიკაში ავტოკატასტროფის შედეგად 20 ბავშვი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალ პრეტორიასთან მდებარე პროვინციაში ავტოკატასტროფის შედეგად 20 სკოლის მოსწავლე დაიღუპა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

მედიის ცნობით, მინიავტობუსი სატვრითო მანქანასთან შეჯახების შემდეგ გზიდან გადაბრუნდა და ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მოსულმა ექიმებმა 13 ბავშვის დამწვარი სხეულები მანქანაში იპოვეს და კიდევ 7 ქუჩაზე ესვენა. "უაღრესად დამწუხრებულები ვართ შემთხვევის გამო,"- აცხადებენ გაუტენგის პროვინციაში არსებულ საგანმანათლებო უწყებაში. 

ავარიის მიზეზის ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

 

 

კომენტარები ()