imedi /  21 აპრილი 2017, 21:24 / სანდო წყარო

"მანჩესტერ იუნაიტედის"თამაშის ყურებისას 30 ნიგერიელი გულშემატკივარი დაიღუპა

UEFA-ს ევროპის  ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის ყურებისას, სადაც ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ანდერლეხტი“ ხვდებოდნენ, 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას ავრცელებს CNN

შემთხვევა ქალაქ კალაბარის ცენტრში მოხდა. იმ ადგილას, სადაც გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩის საყურებლად იყვნენ შეკრებილები, ელექტრო სადენი ჩამოვარდა, რამაც 30 ადამიანი იმსხვერპლა. 

Twitter-ის გვედრზე ინგლისურმა კლუბმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

 

 

 

 

„ოლდ ტრაფორდზე“ მიმდინარე მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

კომენტარები ()