imedi /  21 აპრილი 2017, 22:30 / სანდო წყარო

ხაბაროვსკის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია SITE Intelligence Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აპრილს, დღისით, ხაბაროვსკის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა დაიწყო. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი სპეცსამსახურის წარმომადგენელი და ერთი რიგითი მოქალაქე. თავდამსხმელი მოკლეს.

ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ი ტერორისტების საქმიანობას მონიტორინგს უწევს.

 

კომენტარები ()