imedi /  28 აპრილი 2017, 18:31 / სანდო წყარო

ინდოეთის ხელისუფლებამ შტატ კაშმირში სოცქსელები აკრძალა

ინდოეთის ხელისუფლებამ 22 სოციალურ ქსელის გამოყენება შტატ ჯამუსა და კაშმირში ოფიციალურად აკრძალა. ინფორმაციას ავრცლებს გამოცემა Independent-ი

აკრძალულ სოცქსელებს შორისაა Facebook და Twitter-ი. მედიის ცნობით, ამ გზით, ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს შუღლის გაღვივება, რასაც ხელს უწყობს სოცქსელებში გავრცელებული ვიდეოები. ამ ვიდეოებში კაშმირის მოსახელობას მოუწოდებენ ამხედრნენ პოლიციისა და ინდოეთის არმიის წინააღმდეგ.

მედია აღნიშნავს, რომ მთლიანი ბლოკირება შეუძლებელია და ეს აკრძალვდა მხოლოდ 3 თვე იმოქმედებს.

ინდოეთის შტატ კაშმირში არეულობა დაიწყო მაშინ, როდესაც ადგილობრივმა სეპარატისმება საზოგადოებას მოუწოდეს არჩევნების წინ ბოიკოტი გამოეცხადებინათ პარლამენტის ფედერალური პალატისთვის. პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა 8 ადამიანი და ასობით  პირი დააკვეს.

ამის შემდეგ არჩევნები ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან ხმის მისაცემად მოსახლეობის მხოლოდ 8% მივიდა. 

კომენტარები ()