imedi /  01 მაისი 2017, 11:01 / სანდო წყარო

ტონი ბლერს Brexit-ის გამო პოლიტიკაში დაბრუნება სურს

ტონი ბლერი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ტონი ბლერის განცხადებით, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ, ის პოლიტიკაში დაბრუნდება. ამის შესახებ მან The Daily Mirror-ს განუცხადა.

“Brexit-ი პოლიტიკაში ჩართვისთვის ჩემი პირდაპირი მოტივაციაა. ხელების გასვრაა საჭირო და მე ამას გავაკეთებ“, - განაცხადა ბლერმა. მან ასევე დაამატა, რომ ამ ისტორიული მოვლენის დროს, პროცესისგან განყენებული უნდა იყოს.

ტონი ბლერი დარწმუნებულია, რომ ბრიტანელები შესაძლოა Brexit-ის გარიგებაზე ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დაფიქრდნენ.

ყოფილი პრემიერის თქმით, მას არ სურს, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში რომელიმე მხარეს იდგეს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი ქვეყანა არ აინტერესებს.

"პოლიტიკოსები, დღეს, დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანს საკმარისაად არ ესმის, თუ როგორ იცვლება თანამედროვე მსოფლიო", - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

თებერვალში, ბლერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობას  არ ჰქონდა სრულად გაცნობიერებული Brexit-ის ნამდვილი პირობები.

კომენტარები ()