Imedi /  04 მაისი 2017, 00:26 / სანდო წყარო

ირანში ქვანახშირის მაღაროში 21 ადამიანი გარდაიცვალა

ირანის ჩრდილოეთით, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 69-მ კი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას tehrantimes ავრცელებს.

მაღარო გოლესტანის პროვინციაში, ქალაქ აზადშახრის მახლობლად მდებარეობს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება მეთანის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია.

 

კომენტარები ()