Imedi /  04 მაისი 2017, 13:52 / სანდო წყარო

ირანის ქვანახშირის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ირანის გოლესთანის პროვინციის ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. 70-მდე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოს Reuters-ი აქვეყნებს.

კომენტარები ()