imedi /  13 მაისი 2017, 11:24 / სანდო წყარო

ტრამპი თეთრი სახლის პრესსამსახურის რეორგანიზებას გეგმავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობას კურირებენ, თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ. გაზეთ The Wall Street Journal-ის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის შინ სპაისერის გათავისუფლებასაც არ გამორიცხავს.

გაზეთის ინფორმაციით, პრეზიდენტი უკმაყოფილოა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო თეთრი სახლის პოზიციის მედიისთვის სწორად მიწოდება გამოძიების ფედერალური ბიურის უფროსის ჯეიმს კომის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.  

მანამდე, პარასკევს ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ პრესასთან ბრიფინგების ნაცვლად  ჟურნალისტების კითხვებზე წერილობითი პასუხების გაცემის პრაქტიკის დანერგვის ინიციატივით გამოდის.

დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ამერიკული მედიის მიმართ, რომელიც მისი აზრი, არასანდო ინფორმაციას ავრცელებს. მან ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური განცხადება 17 თებერვალს გააკეთა, როცა ტელეკომპანიებს NBC, ABC, CBS, CNN და გაზეთ The New York Times-ს ამერიკელი ხალხის მტრები უწოდა. პრეზიდენტმა ასევე, პირველად ამერიკის ისტორიაში უარი თქვა თეთრ სახლში აკრედიტებული კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამში მიეღო მონაწილეობა, რომელიც ტრადიციულად ყოველი პრეზიდენტის პოსტზე ასვლიდან პირველი 100 დღის შემდეგ იმართება. 

კომენტარები ()