imedi /  18 მაისი 2017, 17:45 / სანდო წყარო

ნაცისტური ბანაკის მუზეუმი Burger King-ს სასამართლოში უჩივის

ნაცისტური ბანაკი „დახაუს“ მემორიალური მუზეუმი სწრაფი კვების ობიექტს „Burger King“ სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას thelocal ავრცელებს.

მემორიალური მუზეუმის დირექტორი გაბრიელე ხამერმანი ამბობს, რომ მისი არაერთი თხოვნა, მუზეუმის ტერიტორიაზე სწრაფი კვების ობიექტის სარეკლამო ბუკლეტები არ გაევრცელებინათ, უშედეგო აღმოჩნდა.

მუზუემის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სწრაფი კვების ობიექტმა საკუთარი პრუდუქტის რეკლამისგან თავი არც იმ დღეს შეიკავა, როცა მემორიალურმა მუზეუმმა ისტორიული კარი წარწერით Arbeit macht frei დაიბრუნა.

1933  წელს, პირველი საკონცენტრაციო ბანაკი ფაშისტურ გერმანიაში ქალაქ დახაუს გარეუბანში. შეიქმნა. ბანაკში, მისი არსებობის მანძილზე, 24 ქვეყნიდან 240 000 პატიმარი იყო განთავსებული. მათი დიდი ნაწილი მოკლეს. განთავისუფლებას მხოლოდ 30 ათასი კაცი მოესწრო.

დახაუში ადამიანებზე ატარებდნენ დანაშაულებრივ „სამედიცინო ცდებს“. 1945 წლის 28 აპრილს ამერიკის ჯარების მოსვლამდე ერთი დღით ადრე, დახაუს ტყვეთა ფარულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ინტერნაციონალური კომიტეტი ხელმძღვანელობდა, მოაწყო აჯანყება და ჩაშალა ცოცხალ დარჩენილ პატიმართა მოსპობის გეგმა. 1960 წელს დახაუში გაიხსნა ბანაკში წამებულთა და დახოცილთა მემორიალური მუზეუმი.

კომენტარები ()