imedi /  17 ივნისი 2017, 14:29 / სანდო წყარო

კუბაში ახალი ლიდერის არჩევისთვის ემზადებიან

ჰავანა, კუბა

კუბის ხელისუფლებამ ქვეყნის ახალი ლიდერის არჩევისთვის პირველი მოსამზადებელი ნაბიჯები გადადგა და 22 ოქტომბერი ქვეყნის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან დელეგატების არჩევის დღედ გამოაცხადა.

კუბის კანონმდებლობის თანახმად, დელეგატების არჩევის შემდეგ, მათგან პროვინციებისა და ნაციონალური ასამბლეების დაკომპლექტება მოხდება, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს აირჩევენ.

ასამბლეის მიერ, პრეზიდენტის არჩევის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

კუბას დღეს 86 წლის რაულ კასტრო ხელმძღვანელობს. უმცროსი კასტრო პრეზიდენტი 2008 წელს გახდა. 2013 წელს, რაულ კასტრომ განაცხადა, რომ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა განაცხადა, რომ კუბის მიმართ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ კურსს ნაწილობრივ შეცვლის. 2014 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები, კომერციული ფრენები და შემსუბუქთა ანტიკუბური სანქციები.

ჰავანამ თეთრი სახლის ინიციატივას ამერიკა-კუბის ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა. „აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიამიში გამოსვლის დროს, თავისი ხელისუფლების პოლიტიკა გააჟღერა კუბის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ანულებს“, - ნათქვამია განცხადებაში

ამერიკული ხელისუფლების, 1959 წლის სავაჭრო ემბარგო, რომელიც კუბაში ფიდელ კასტროს მართველობის დროს ამოქმედდა, დღემდე ძალაშია. 

კომენტარები ()