imedi /  19 ივნისი 2017, 13:06 / სანდო წყარო

პუტინმა თურქეთის ახალ ელჩად ალექსეი ერხოვი დანიშნა

ალექსეი ერხოვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩად ალექსეი ერხოვი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება სამართლებრივი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. 

მანამდე, ერხოვს რუსეთის სიტუაციური კრიზისის ცენტრის დირექტორის თანამდებობა ეკავა. კიდევ უფრო ადრე, სტამბოლის გენკონსულად მუშაობდა. 

2016 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ელჩს ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაესხნენ თავს. სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მას 22 წლის სირიელმა მევლუთ ალტინტაშმა ესროლა.

კომენტარები ()