imedi /  19 ივნისი 2017, 13:58 / სანდო წყარო

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-ს აღწევს

ლონდონის პოლიცია მაღალსართულიანი შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანს დაღუპულად მიიჩნევს. საქმე ეხება როგორც იმ ადამიანებს, რომელთა ცხედრებიც უკვე აღმოაჩინეს, ასევე იმათ, ვისი პოვნაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. 

პოლიცია ადასტურებს, რომ ბოლო საათებში იპოვეს კიდევ 5 ადამიანის ცხედარი, რომლებიც უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. 

კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ხანძრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ინფორმაციით, 1974 წელს აშენებულ Grenfell Tower-ში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა.

კომენტარები ()