19 ივნისი 2017, 14:01 / სანდო წყარო

იურმალაში ხანძრის მიზეზებზე მოკვლევა დაიწყო

იურმალაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ლატვიური სააგენტო „ლეტა“ იტყობინება.

სლოკის რაიონში ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ავიაციის დახმარებით, 12 საათი ცდილობდნენ. დილის 5 საათისთვის, მათ ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მომხდარის გამო ლატვიის გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია Prima M-ის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. როგორც ირკვევა, კომპანია ქარხნის ტერიტორიაზე პლასტიკურ ნარჩენებს ინახავდა, რაზეც ნებართვა არ ჰქონდა აღებული. კომპანიას ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიის გაწმენდა დაევალა.

კომენტარები ()