imedi /  19 ივნისი 2017, 17:03 / სანდო წყარო

რუსეთი აშშ-ის კოალიციას სირიის გამო ემუქრება

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სირიის ცაზე ინციდენტების პრევენციის მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობას წყვეტს. ამის მიზეზი, დღეს აშშ-ის კოალიციის მიერ დამასკოს სამხედრო ვერტმფრენის ჩამოაგდება გახდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სირიის ინციდენტს "საომარ აგრესიას" უწოდებს და ვაშინგტონისგან საგულდაგულოდ გამოძიებას მოითხოვს. 

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მომავალში მდინარე ევფრატის დასავლეთ მხარეში კოალიციის ნებისმიერი საჰაერო ობიექტის მოქმედებას რუსული მხარე თვალყურს მიადევნებს.

19 ივნისს, აშშ-ს მეთაურობით შექმნილმა საერთაშორისო კოალიციამ დამასკოში, რაქას სამხრეთ ნაწილში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მედიის ცნობით, საერთაშორისო კოალიციის შტაბის განცხადებით, სირიული Су-22, რომელიც ბომბავდა „დემოკრატიული სირიის ძალებს“, ამერიკულმა ბომბდამშენმა ჩამოაგდო

კოალიციაში აცხადებენ, რომ არ სურთ კონფლიქტი არც სირიულ რეჟიმთან და არც მათ მხარდამჭერ რუსულ და სხვა ძალებთან, მაგრამ ყოველთვის დაიცავენ თავიანთ პარტნიორებს.

აშშ მოკავშირეებთან ერთად 2014 წლიდან სირიასა და ერაყში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის და სირიის ოპოზიციას იარაღს აწვდის. კოალიცია, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, სირიის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს. 

კომენტარები ()