imedi /  19 ივნისი 2017, 18:21 / სანდო წყარო

ელისეს მინდვრებზე შეიარაღებული პირი პოლიციის მანქანას დაეჯახა

სპეცოპერაცია
პარიზი

საფრანგეთის პოლიცია პარიზის ელისეს მინდვრების ტერიტორიაზე სპეცოპერაციას ატარებს. Reuters-ის ცნობით, სამართალდამცველებმა მარიის თეატრიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს. 

BFMTV-ის ცნობით,  ავტომობილი პოლიციის ფურგონს დაეჯახა. დაჯახების შემდეგ, პოლიციის მანქანას ცეცხლი წაეკიდა. სამართალდამცველებმა მძღოლი დაიჭირეს. პოლიციელები არ დაშავებულან.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ავტომატი ჰქონდა. 

 

კომენტარები ()