imedi /  19 ივნისი 2017, 18:48 / სანდო წყარო

სომალელ დაცვას, რომელმაც შემთხვევით მინისტრი მოკლა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

აბდულაჰი შეიხ აბას

სომალის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრის აბდულაჰი შეიხ აბასის მკვლელობისთვის, მის დაცვის წევრს სიკვდილით დასჯიან. ინფორმაციას ავრცელებს BBC. 

ახმედ აბდულახი აბდის ვერდიქტი სამხედრო სასამართლომ გამოუტანა, მაგრამ მსჯავრდებულს აპელაციის შეტანა შეუძლია. 

მინისტრი სომალის შეიხ აბასი, დედაქალაქ მოგადიშოში, პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს, 4 მაისს, საკუთარ მანქანაში მოკლეს. ამ ფაქტის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ეთიოპიაში ვიზიტი გააუქმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურის წარმომადგენელს მინისტრი შეიარაღებული ისლამისტი ეგონა.

სომალის დიდ ნაწილს გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ აკონტროლებს, რომელსაც „ალ-ქაიდასთან“ კავშირში ადანაშაულებენ. „აშ-შაბაბი“ სომალიში შიიტური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული. 

კომენტარები ()