imedi /  05 ივლისი 2017, 08:07 / სანდო წყარო

აშშ: ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს უქმნის არა მარტო აშშ-ს, არამედ მსოფლიოს

ამერიკელმა და სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური კარეტის გამოცდის საპასუხოდ ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. ამის შესახებ Reuters აშშ-ის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. სამხედროებმა სარაკეტო სროლები სამხრეთ კორეის ტეროტირიული წყლების აკვატორიაში განახორციელეს. ამ ოპერაციაში ამერიკის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები(ATACMS) და სამხრეთ კორეული რაკეტები Hyunmoo II მონაწილეობდნენ.

BBC-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური კარეტის გამოცდა ეს ახალი საფრთხეა როგორც აშშ-ის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთული იარაღის შექმნას არ დაუშვებს. აშშ-ში ფიქრობენ, რომ ფხენიანს ალიასკაზე სარაკეტო თავდასხმა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი რაკეტის გამოცდის შემდეგ აშშ-მა, სახრეთ კორეამ და იაპონიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს. ეს სხდომა დღეს გაიმართება. 

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას მკვეთრად გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. " ამ ბიჭს მეტი საქმე არ აქვს?"- დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. "ძნელი წარმოსადგენია, რომ იაპონია და სამხრეთ კორეა ამას შეეგუებიან. ჩინეთმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა და ეს აბსურდი დაასრულა,"- დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც შეუძლია დიდი ბირთვული ქობინის ტარება, - წერს Reuters-ი. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის თქმით, ახლახან შექმნილმა კონტინენტთაშორისმა ბალისტიკურმა რაკეტამ გაზარდა ფხენიანის შესაძლებლობები სტრატეგიული შეიარაღების თვალსაზრისით. ეს შეიარაღება მოიცავს ატომურ და წყალბადის ბომბებს.

 

კომენტარები ()