imedi /  10 ივლისი 2017, 00:33 / სანდო წყარო

დოდონი: მოლდოვა არასდროს იქნება ანტირუსული

იგორ დოდონი

მოლდოვას პრეზიდენტის განცხადებით, ის ანტირუსულ პოლიტიკას არასდროს გაატრებს. ამის შესახებ იგორ დოდონმა ბელარუსულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ მოლდოვამ ნატოში შესვლის შესაძლებლობაც კი განიხილოს. თუ ვინმე შეეცდება მოლოდვას გამოყენებას საზარბაზნე ხორცად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვგულისხმობ ნატოს მიზნებს, ჩვენ ვხედავთ რა სურთ მათ რეგიონში, რას მიაღწიეს დასავლურმა ძალებმა უკრაინაში, ჩვენ მსგავსი სცენარი არ გვჭირდება"- განაცხადა დოდონმა.

ევროკავშირთან ინტეგრაციაზე საუბრისას დოდონმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ეროვნული ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს.

კომენტარები ()