imedi /  11 ივლისი 2017, 10:20 / სანდო წყარო

იაპონიასა და ფილიპინებზე მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, კაგოსიმას პრეფექტურაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ეპიცენტრი კაგოსიმას ყურეში, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე პრეფექტურაში იგრძნობოდა.

ამასთან, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ფილიპინებზე 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლება სან-პედროსთან, 12 კილომეტრის სიღრმეში იყო.

არსებული ინფორმაციით, იაპონიის და ფილიპონების მიწისძვრებს  ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცუნამის საშიშროება არ არსებობს. 

კომენტარები ()