imedi /  12 ივლისი 2017, 18:46 / სანდო წყარო

ესპანეთის მეფე და დედოფალი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ

ელისაბედ მეორე და მეფე ფელიპე

ესპანეთის მეფე ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. BBC-ის ცნობით, ეს ვიზიტი ორჯერ გადაიდო. პირველად ესპანეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, მეორედ კი დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების მიზეზით. ესპანეთის მონარქი ლონდონში ბოლოს 30 წლის წინ იმყოფებოდა. მაშინ ელისაბედ მეორემ ახლანდელი მეფის მშობლებს უმასპინძლა.

ამ ვიზიტის გამო დიდი ბრიტანეთის დედოფალმა პარლამენტში თავისი ყოველკვირეული გამოსვლა გააუქმა.

ესპანეთის სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობს. დღეს საღამოს მათ საპატივცემულოდ ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი საზეიმო ვახშამს გამართავენ. ეს ვახშამი სავარაუდოდ წლის ყველაზე გრანდიოზული ელიტური მოვლენაც იქნება. ვახშამზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან ესპანეთის დედოფალი ლეტიცია, რომელიც თავისი სილამაზითაა ცნობილი და პრონც იულიამის მეუღლე კეიტ მიდლტონი. ესპანეთის დედოფალი წარსულში ჟურნალისტი და ცნობილი ტელეწამყვანი იყო.

ვიზიტის ფარგლებში მეფე ფელიპე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვა. როგორც ვარაუდობენ, ის ყურადღებას გაამახვილებს Brexit-ზე და გიბრალტარის საკითხზე. ამ ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი რამდენიმე საუკუნეა დავობენ.

ესპანეთის მეფე შეხვდება ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ტერეზა მეისაც. 

კომენტარები ()