imedi /  14 ივლისი 2017, 09:31 / სანდო წყარო

მექსიკაში კრიმინალურ გარჩევებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, ოდალგოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში საცხოვრებელ სახლში 11 ადამიანი მოკლეს. როგორც შტატის პროკურორმა განაცხადა, ეს მასობრივი მკვლელობა დანაშაულებრივი სამყაროს წევრებს შორის ანგარიშსწორება იყო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

დაზუსტებული ინფორმაციით, მოკლულთა შორის 7 ქალი და 4 კაცია, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც სახლში ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. კიდევ 4 ბავშვი დამნაშავეებმა არ მოკლეს.

პროკურორის ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღითაა ჩადენილი. მოკლული სახლის მეპატრონე ადრე ადამიანების გატაცებისა გამო დაჭერილი იყო. ერთ-ერთ მოკლულს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის საბუთი აღმოაჩნდა. 

კომენტარები ()