imedi /  14 ივლისი 2017, 09:48 / სანდო წყარო

სამხრეთ აფრიკაში ეროვნული პარკიდან გაქცეული ლომები მოკლეს

სამხრეთ აფრიკაში სამი ლომი მოკლეს, რომლებიც ეროვნული პარკიდან გაიქცნენ და ჯოგს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ადგილობრივი ახალი ამბების პორტალი News24 წერს. კრიუგერის პარკიდან ლომები ერთი კვირის წინ გაიქვნენ. ოთხშაბათს ისინი ადგილობრივი ფერმერის ჯოგს დაესხნენ თავს. ფერმერმა ერთი მათგანი მოკლა და ერთი დაჭრა.

გაქცეული მტაცებლების დევნა ვეტმფრენის საშუალებით მიმდინარეობდა. ამ დევნის დროს დაჭრილი ლომი და მესამე მტაცებელი მოკლეს. ეროვნული პარკის თანამშრომლების განცხადებით, თუკი ამ მტაცებლებს კვლავ პარკში დააბრუნებდნენ მას შემდეგ, რაც ისინი შინაურ ცხოველებს დაესხნენ თავს, ლომები ისევ გაიქცეოდნენ.

კრიუგერის პარკი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბელგიის ზომის ტერიტორიაზეა განთავსებული. აქ 1500 ლომი ცხოვრობს. ცხოველები ძირითადად გვალვების დროს დამშრალი მდინარეების საშუალების ცდილობენ გაქცევას.  

კომენტარები ()