imedi /  16 ივლისი 2017, 20:00 / სანდო წყარო

ერაყის შსს ISIS-ის ლიდერის სიკვდილს არ ადასტურებს

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო "ისლამური სახელმწიფო"-ს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ Iraqi News-ი წერს ერაყის შს მინისტრზე დაყრდნობით წერს.

შს მინისტრის აბუ ალი ალ-ბასრის განცხადებით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ ცოცხალია და უსაფრთხო ადგილას იმალება. მის ადგილსამყოფელად ქალაქი რაქა მოიაზრება, ის ნაწილი, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" ჯერ კიდევ აკონტროლებს.

11 ივლისს, "ისლამურმა სახელმწიფომ" აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ინფორმაცია ერაყულ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია "ას-სუმარია"-მ გაავრცელა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ ბაღდადი რაქაზე რუსულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, მოსკოვმა ივნისის დასაწყისში გაავრცელა. 30 ივნისს, ირანულმა ტელევიზიამ ისლამური სახელმწიფოს ლიდერის დაღუპვის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნა.

24 ივნისს, გავრცელდა ექსპერტების მოსაზრებები "ახალი ხალიფას" შესახებაც. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ნავლად, სათავეში აიად ალ-ობაიდის ან აიად ალ-ჯუმაილის მოსვლას ელიან. ორივე სამხედრო, სანამ ხუსეინის ერაყის ყოფილი არმიის ოფიცრები იყვნენ. 

კომენტარები ()