imedi /  17 ივლისი 2017, 07:59 / სანდო წყარო

ინდოეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

ინდოეთი

ინდოეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. პარლამენტის დეპუტატები და შტატების საკანონდებლო ორგანოების წარმომადგენლები ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. 

მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ინდოეთის პრეზიდენტის პოსტი პრანაბ კუმარ მუკერჯის უკავია, რომელიც წელს 82 წლის ხდება. ის ამ თანამდებობაზე 2012 წელს აირჩიეს, როდესაც ინდოეთის მთავრობაში პარტია ინდოეთის ნაციონალური კონგრესი იყო, ეს პარტია ამჟამად ოპოზიციაშია.

ინდოეთში პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური და უმაღლეს მთავარსარდალია. ფორმალურად, ინდოეთის კონსტიტუცია ქვეყნის მართვაში პრეზიდენტის აქტიურ მონაწილეობას ცნობს, თუმცა ის ძირითადად წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს, ქვეყნის მართვას კი პრემიერმინისტრი ახორციელებს.

პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ არა პირდაპირი წესით, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიები, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებისგან და შტატების საკანონმდებლო კრების წევრებისგან შედგება.

პრეზიდენტის თანამდებობაზე როგორც მმართველი კოალიციიდან, ისე ოპოზიციიდან ინდოეთის ყველაზე დაბალი კასტის წარმომადგენლები არიან დასახელებულები. მედიის ცნობით, ეს სიმბოლურიცაა. ინდოეთში კანონით კასტების დიკრიმინაცია აკრძალულია, თუმცა რეალურად სხვადასხვა რანგის კასტებს შორის უთანხმოება არსებობს. 

კომენტარები ()