Imedi /  17 ივლისი 2017, 18:28 / სანდო წყარო

რომში მეტროს ვაგონმა ქალი პლატფორმაზე ათრია

ბელარუსის მოქალაქე ნატალია გარკოვიჩმა სერიოზული დაზიანება მიიღო მას შემდეგ, რაც რომის მეტროში კარებებს შორის გაიჭედა და მატარებელმა სადგურის პლატფორმაზე ათრია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სათვალთვალო კამერაზე ჩანს, რომ ქალი ჩანთით ხელში ვაგონში შედის, თუმცა მგზავრობას გადაიფიქრებს და გამოდის. ამ მომენტში კარები იკეტება და ქალის ტანსაცმელი კარებებს შორის მოჰყვება. 

რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მატარებელი გაჩერდა. ამჟამად ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს. ექიმების ცნობით მას დაზიანებული აქვს ფილტვი, გატეხილი აქვს მენჯის ძვალი და ტრამვა აქვს ხელებსა და ფეხებზე. 

გამოცემის ცნობით, მემანქანე მგზავრების ჩასხდომის დროს ვახშმობდა, რის გამოც უცებ ვერ შეამჩნია დაზარალებული. 

კომენტარები ()