imedi /  17 ივლისი 2017, 18:33 / სანდო წყარო

ეგზიტპოლი: ინდოეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დაბალი კასტის კანდიდატი ლიდერობს

მეირა კუმარი
რამა ნატჰა კოვინდა

ინდოეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ზუსტი შედეგები 2 დღეში იქნება ცნობილი, თუმცა მანამდე ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში დაბალი კასტიდან - "ხელშეუხებლები"-დან წარდგენილი კანდიდატი რამა ნატჰა კოვინდა ლიდერობს. ინფორმაციას The Indian Express-ი ავრცელებს.

კოვინდას მთავარი კონკურენტი ქალია, იგივე კასტის წარმომადგენელი, ოპოზიციონერი მეირა კუმარი.

ინდოეთის ახლანდელ პრეზიდენტს ფრანაბა მუქერჯის პრეზიდენტობის ვადა 24 ივლისს ეწურება. ახალი პრეზიდენტი კი მოვალეობის შესრულებას მეორე დღიდანვე უნდა შეუდგეს.

 

კომენტარები ()