Imedi /  17 ივლისი 2017, 18:50 / დაუდასტურებელი

ტერეზა მეის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა

ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ Opinium-ზე დაყრდნობით წერს. 

მის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 30% აფასებს, 51%  კი პრემიერს მხარს არ უჭერს. 

ამასთან, მეის პირველ კონკურენტ ლეიბორისტს, ჯერემი კორბინს მხარს ბრიტანელების 41%, ხოლო 37% კი არ მოსწონს. 

აღნიშნავენ, რომ ლეიბორისტების ამომრჩეველთა სეგმენტი 18-დან 54 წლამდე მერყეობს, ხოლო "კონსერვატორებს" ძირითადად მხარს 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები უჭერენ.

კომენტარები ()