imedi /  17 ივლისი 2017, 19:25 / სანდო წყარო

რუსეთის პროკურატურა ჟურნალისტისთვის 4-წლიან პატიმრობას მოითხოვს

ალექსანდრ სოკოლოვი

რუსეთის პროკურატურა მედიაორგანაიზაცია РосБизнесКонсалтинг-ის ჟურნალისტისთვის ალექსანდრ სოკოლოვისთვის 4-წლიან პატიმრობას მოითხოვს. ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.

პროკურატურის ვერსიით, სოკოლოვი ორგანიზაცია "ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის" წევრი იყო, რომელიც რუსეთში აკრძალულმა მოძრაობა "ხალხის ნების არმია"-მ ჩამოაყალიბა. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სოკოლოვთან დაკავშირებით სიტუაციას "გაარკვევდა".

სოკოლოვთან ერთად, განსასჯელთა სკამებზე სხედან გაზეთ Дуэль-ის რედაქტორი იური მუხინი და აქტივისტები - სერგეი ბარაბაშისა და ვალერი პარფენოვი. პროკურატურა მუხინისთვის 4.6 წლით, ხოლო აქტივისტებისთვის 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

ოთხივე მათგანს რუსეთში მოქმედ ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ედებათ ბრალი, რომელსაც ისინი არ აღიარებენ.

ალექსანდრ სოკოლოვი რუსმა სამართალდამცველებმა 2015 წლის 29 ივნისს დააკავეს. ნოემბერში კი ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაცია Мемориал-მა ის პოლიტპატიმრად ცნო. 

კომენტარები ()