imedi /  17 ივლისი 2017, 20:20 / სანდო წყარო

ქაბულში პატარძალი კორტეჟსა და პრემიერის დაცვის წევრებს შორის შეტაკებისას დაიღუპა

ქაბულში, ახლადდაქორწინებულთა კორტეჟსა და ავღანეთის რესპუბლიკის პრემიერის პირველი მოადგილის მოჰამედ მოჰაქიქის დაცვის წევრებს შორის სროლისას, პატარძალი დაიღუპა, კორტეჟის 4 წევრი კი დაიჭრა. ინფორმაციას Khaama Press-ი ავრცელებს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახლადდაქორწინებულთა კორტეჟის წევრები იარაღს ჰაერში ისროდნენ, რაც ახლოს მდებარე დეპუტატის დაცვამ თავდასხმად აღიქვა და ცეცხლი გახსნა.

გამოძიების პროცესში, 4 ადამიანი დააკავეს, პროცესიის ორი მონაწილე და დაცვის ორი თანამშრომელი.

კომენტარები ()