imedi /  17 ივლისი 2017, 20:59 / სანდო წყარო

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა ისევ გახანგრძლივდა

სტამბოლი
თურქეთი

თურქეთის პარლამენტმა უკვე მეოთხედ გაახანგრძლივა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შარშან მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 260 ადამიანი. თურქეთის მთავრობა ამბოხის სულისჩამდგმელად აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.

ერთი წლის განმავლობაში თურქეთში 50 ათასი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად გიულენის მოძრაობის წევრობა ედებათ. ანალოგიური ბრალდებით 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები ()