imedi /  17 ივლისი 2017, 21:02 / სანდო წყარო

ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებს 5 სამართალდამცველი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარ 2 აფეთქებას 5 სამართალადამცველი ემსხვერპლა. 6 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

პირველი აფეთქება ქალაქ არიშში მოხდა. გზის პირას დამონტაჟებული ბომბი მაშინ ამოქმედდა, როდესაც იქ პოლიციის მანქანა გადაადგილდებოდა. შედეგად 5 სამართალდამცველი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 

მეორე აფეთქების შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად ამოქმედდა. 

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები ()