imedi /  17 ივლისი 2017, 22:15 / სანდო წყარო

ვენესუელაში ჟურნალისტის მკვლელობისთვის დაკავებულმა პოლიციელებმა პირი ამოიკერეს

ვენესუელაში ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც ადგილობრივი ჟურნალისტის რიკარდო დიურანის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას  Efecto Cocuyo ავრცელებს.

ჯამში, ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 14 სამართალდამცველია დაკავებული. პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა მათ ციხიდან არ ათავისუფლებენ და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.

პროტესტის ამ ფორმის გამოყენებამდე, დაკავებული სამართალდამცველები 22 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. 

კომენტარები ()