imedi /  17 ივლისი 2017, 23:27 / სანდო წყარო

ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური აისბერგი ცურვას განაგრძობს

გიგანტური აისბერგი, სახელწოდებით A-68 ზღვის მიმართულებით ცურვას განაგრძობს, ამის შესახებ BBC წერს. 

უკანასკნელი სატელიტური ფოტოებით დადასტურდა, რომ ლარსენის შელფურ მყინვარსა და აისბერგს შორის მანძილი სულ უფრო იზრდება.

აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, ხოლო მისი ფართობი 6000 კვადრატული კილომეტრია. ის ლარსენის შელფურ მყინვარს გასულ კვირას მოწყდა.

სპეციალისტებს მოვლენების შემდგომი წინასწარმეტყველება უჭირთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ აისბერგი კიდევ რამდენიმე ნაწილად გაიყოფა. 

ნასამ Twitter-ზე ამ დრომდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგის ჩამოყალიბების ამსახველი ვიდეო განათავსა. 

.@NASA instruments provide view of the birth of a 1-trillion-ton iceberg through Antarctica's darkness. https://t.co/K2DN1VZCQA pic.twitter.com/LVZylbGH6M

კომენტარები ()