imedi /  18 ივლისი 2017, 00:32 / სანდო წყარო

"რომა"-ს ფეხბურთელს მარიხუანის მოხმარებისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს

ლორენცო დი ლივიო

იტალიური საფეხბურთო კლუბის "რომა"-ს ნახევარმცველს ლორენცო დი ლივიოს მარიხუანის მოხმარებისთვის 5-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

20 წლის ფეხბურთელს დოპინგზე შესამოწმებელი ტესტით მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა.

დისკვალიფიკაციის გარდა, ლორენცო დი ლივიოს 378 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

კომენტარები ()