imedi /  05 აგვისტო 2017, 03:14 / სანდო წყარო

ბრიტანელმა, რომელმაც WannaCry შეაჩერა, ვირუსული პროგრამის შექმნა აღიარა

ბრიტანელმა პროგრამისტმა მარკუს ჰატჩინსმა, რომელმაც WannaCry-ის ვირუსის გავრცელება შეაჩერა, აღიარა, რომ ქმნიდა და ავრცელებდა ვირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ამის შესახებ ამერიკელმა პროკურორმა განაცხადა. 
 



23 წლის ჰატჩინსისთვის წაყენებული ბრალდებები WannaCry-ს არ ეხება. მას პროგრამა Kronos-ის შექმნაში ადანაშაულებენ, რომლითაც საბანკო ინტერნეტ-ოპერაციების და ბარათების მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციას იპარავდნენ. გამოძიების ცნობით, ჰატჩინსი დანაშაულებრივ საქმიანობას 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისამდე ეწეოდა.

 

კომენტარები ()