imedi /  05 აგვისტო 2017, 09:51 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი შვებულებაშია

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვებულებაშია. ის ნიუ ჯერსიში გაემგზავრა. დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად საკუთარ გოლფკლუბში იმყოფება. პრეზიდენტი ბედმინსტერში 17 დღეს გაატარებს.

დონალდ ტრამპი თავის წინამორბედებს არდადეგების გამო ხშირად აკრიტიკებდა.

თეთრ სახლში კი, სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

კომენტარები ()