imedi /  06 აგვისტო 2017, 09:54 / სანდო წყარო

ერდოღანმა გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულებს დრესკოდი განუსაზღვრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დრესკოდი დააწესა იმ ბრალდებულებისთვის, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისთვის არიან დაკავებულები. ინფორმაციას Associated Press-ავრცელებს.

პრეზიდენტის განკარგულებით, ბრალდებულები სასამართლოზე ყავისფერი ტანსაცმლით უნდა წარსდგნენ. ტერორიზმში ბრალდებულებისთვის დრესკოდად ყავისფერი შარვალი და ქურთუკია განსაზღრული, ხოლო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულებმა ასევე ყავისფერი კომბინიზონები უნდა ატარონ.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 260 ადამიანი. თურქეთის მთავრობა ამბოხის სულისჩამდგმელად აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.

ერთი წლის განმავლობაში თურქეთში 50 ათასი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად გიულენის მოძრაობის წევრობა ედებათ. ანალოგიური ბრალდებით 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები ()