imedi /  06 აგვისტო 2017, 17:14 / სანდო წყარო

ვენესუელაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

ვენესუელაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის დიოსდადო კაბელოს თქმით, ინციდენტი პარამაკაის სამხედრო ბაზაზე მოხდა. შეიარაღებულმა ძალებმა ოპერატიული მოქმედების შედეგად სიტუაციის კონტროლზე  აყვანა შეძლეს. დაკავებულია რამდენიმე პირი. 

უფრო ადრე ვიდეო გავრცელდა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირება კარობობოს შტატში ამხოხების დაწყების შესახებ განაცხადეს. რამდენიმე მათგანს ხელში ავტომატი ეჭირა. ერთ-ერთმა პირმა, რომელმაც საკუთარ თავს კაპიტანი უწოდა, განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვედანაყოფი, რომელიც მათ არ დაემორჩილებათ, სამხედრო სამიზნედ გამოცხადდება,

კომენტარები ()