imedi /  07 აგვისტო 2017, 11:37 / სანდო წყარო

Bloomberg: ტრამპის "თვითებს" გამოქვეყნებამდე ადმინისტრაციის ახალი უფროსი კითხულობს

ჯონ კელი

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ჯონ კელი აშშ-ის პრეზიდენტის ყველა "თვითს" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე კითხულობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

თავისი წინამორბედის შეცვლის შემდეგ კელიმ ოფისში ახალი წესები შემოიღო. თეთრ სახლთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მას უთანხმებენ. კელის წესები დონალდ ტრამპზეც გავრცელდა, თუმცა როცა ადმინისტრაციის უფროსმა აშშ-ის პრეზიდენტს მოსთხოვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებამდე მას წაეკითხა გზავნილები, ტრამპი დათანხმდა. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ტვიტების აზრობრივი რედაქტირება მას დაეხმარება მედიის საშუალებით მოსახლეობამდე სწორად მიიტანოს საკუთარი აზრები.

გამოცემის ცნობით, კელი არ ეუბნება ტრამპს, რა დაწეროს, არამედ იგი მას ეხმარება სწორი ფორმულირება მოუძებნოს აზრებს, რომ მომავალში ტექსტის ორაზროვანი გაგება თავიდან აიცილოს.

მედიაში ამბობენ, რომ ტრამპი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს Twitter-ზე გამოქვეყნებულ გზავნილებს.

კომენტარები ()