imedi /  07 აგვისტო 2017, 14:56 / სანდო წყარო

სიცილიელი მეხანძრეები დამატებითი გასამრჯელოსთვის ტყეებში ხანძარს თავად აჩენდნენ

სიცილიაში 15 მოხალისე მეხანძრის საქმიანობით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მათ მიერ გამოძახებებზე გასვლის სტატისტიკა მოულოდნელად ძალიან გაიზარდა. ინფორმაციას ABCNews-ი ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მეხანძრების ბრიგადა აქრობდა ხანძრებს, რომლებსაც თავად აჩენდა. მათი მიზანი იყო იმ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, რომელიც საათში 10 ევროს დამატებას ითვალისწინებდა.

დამნაშავეთა ჯგუფის ხელმძღვანელი საკუთარი ფურგონით წინასწარ მიდიოდა ტყეში, აჩენდა იქ ხანძარს, უკან ბრუნდებოდა და შემდეგ უკვე სახანძრო მანქანით თავადვე მიდიოდა ცეცხლის ჩასაქრობად.

იტალიელი სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ წელს ქვეყანაში ბოლო 200 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც იტალიის სხვადასხვა რეგიონში ხშირი ხანძრის მიზეზი გახდა.

კომენტარები ()