imedi /  07 აგვისტო 2017, 17:58 / სანდო წყარო

ილინოისის შტატმა 4 აგვისტო ბარაკ ობამას დღედ გამოაცხადა

ბარაკ ობამა

შტატ ილინოისის მოსახლეობა 2018 წლის 4 აგვისტოდან, ყოველ მომდევნო წელს ამ რიცხვში ბარაკ ობამას დღეობას აღნიშნავს. სწორედ 4 აგვისტოს აქვს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. ინფორმაციას NBC Chicago ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება შტატ ილინოისის გუბერნატორმა ბრიუს რაუნერმა მიიღო და შესაბამისს განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ამასთან, გუბერნატორის თქმით, 4 აგვისტო დასვენების დღე არ იქნება, თუმცა დღესასწაული მაინც გაიმართება ხოლმე.

აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას 3 დღის წინ 56 წელი შეუსრულდა. მან დაბადების დღე მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში, ინდურ რესტორან Rasika West End-ში აღნიშნა. 

კომენტარები ()