imedi /  08 აგვისტო 2017, 09:58 / სანდო წყარო

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

კენიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ლიდერობისთვის კვლავ იბრძვის მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი, 55 წლის უჰურუ კენიატა. მის მთავარ მოწინააღმდეგეს კი ოპოზიციონერი ლიდერი, 72 წლის ექსპრემიერი რაილა ოდინგა წარმოადგენს, რომელიც 2007 და 2013 წლის არჩევნების დროს უკვე ორჯერ დამარცხდა. 

ოპოზიციონერის განცხადებით, მოქმედ პრეზიდენტს გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის არჩევნების შედეგებს გააყალბებს. 

წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგად ორივე ლიდერს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს. 2007 წლის არჩევნებს ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რასაც 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები ()