Imedi /  11 აგვისტო 2017, 10:57 / სანდო წყარო

პეკინი ვაშინგტონს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

პეკინი ვაშინგტონს ჩინეთის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. ბრალდების მიზეზი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულ ნანშას სიახლოვეს ამერიკული სამხედრო ხომალდის გამოჩენა გახდა. პეკინის მტკიცებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკული ფლოტისთვის ჩინეთის ტერიტორიაზე ცურვის უფლება არ მიუცია. ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ნოტას გაუგზავნის.

კომენტარები ()